ჰელენ კრებელი – ვარლამ ჩერქეზიშვილის უცნობი ცოლი?

ავტორები

  • ნოდარ ჩხაიძე | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Author
  • ნიკოლოზ სარაჯიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2020.v01i01.008

საკვანძო სიტყვები:

ვარლამ ჩერქეზიშვილი, მერი დერვალი, ჰელენ კრებელი, გიორგი გაპონი, ანარქიზმი, ნიჰილისტები, ფრიდა რეპერტუსი, რუდოლფ კრებელი, ფიოდორ კრებელი, ჰერბერტ ფიჩი

ანოტაცია

1906 წელს ლონდონში ვინმე მერი დერვალმა სასტუმროში თავი მოიკლა. მალევე გაჩნდა ცნობები, რომ ეს ქალი ანარქისტების შურისძიების მსხვერპლი გახდა. მას დაბრალდა ანარქისტების პოლიციაში დასმენა, ჯა- შუშობა რუსეთის იმპერიის დავალებით. საქმე ბრიტანული თუ ამერიკული გაზეთების ინტერესების ცენტრში მოექცა და რამდენიმე ხნის განმავლობაში სენსაციად იყო ქცეული. ამ საქმემ ჩვენი ყურადღება მიიქცია, ვინაიდან არის ცნობები, რომ მერი დერვალთან ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ ანარქისტ ვარლამ ჩერქეზიშვილს და რომ ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო ამ ქალის სიკვდილამდე მიყვანაში. თავის მხრივ, თუ ჩვენ მიერ პრესაში ნანახი მასალები რეალობასთან ახლოს მყოფ ისტორიას ყვებიან, ჩერქეზიშვილის პირადი ცხოვრების სრულიად ახალ ფურცელთან გვაქვს საქმე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-12-21

გამოცემა

სექცია

სტატიები