ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲛᲔᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ, ᲛᲝᲓᲔᲚᲘᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ

Authors

  • თინათინ მშვიდობაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/

Abstract

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ციფრული დოკუმენტაცია
და 3D მოდელირება ბოლო წლებში დიდ ყურადღებას იპყრობს. ციფრული
ტექნოლოგიები არა მხოლოდ იკვლევს დინამიურ 3D მოდელებს, ის
გადადის ბიტებიდან ატომებზე და აერთიანებს 3D ბეჭდვას და ციფრულ
ღრუბლოვან განაწილებას, რაც შერწყმულია შესაბამის სკანირებასთან ან
ფოტოგრაფიულ ტექნოლოგიებთან. ვირტუალური გარემოს საშუალებით ჩვენ
შევდივართ კულტურული მემკვიდრეობის განვითარებადი ტენდენციების
ცენტრალურ წყაროში. ნაშრომში განვიხილავთ არქოლოგიის საკითხებს,
როგორიცაა კიბერარქეოლოგია და კიბერარქეომეტრია, რომლებიც
განიხილება, როგორც ვირტუალური არქეოლოგიის ნიმუშების შესწავლა. 3D
გამოსახულების გამოკვლევის მიზნებისთვის არსებობს ტექნოლოგიების დიდი
მრავალფეროვნება და ზოგადად, ტექნიკას ირჩევენ პროექტების მიხედვით.
ნაშრომში წარმოგიდგენთ, თუ როგორ იქმნება მემკვიდრეობის სტრუქტურების
გეომეტრიული 3D მოდელები ფოტოგრამეტრიის ან დიაპაზონის სენსორების
საშუალებით.

Published

2025-02-04