ამლივის ღვთაების სახელობის ეკლესია და მისი საფლავის ქვების ისტორიული ცნობები
DOI:
https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2020.v01i01.010საკვანძო სიტყვები:
XVII ს., ამლივის ეკლესია, პაპუნა გოსტაშაბიშვილიანოტაცია
ამლივის, ღვთაების სახელობის ეკლესიაზე დაცული სამშენებლო წარწერის (მისი წინამორბედ მკვლევართაგან განსხვავებული იკითხვისი გვაქვს მოცემული) თანახმად, ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილის საგვარეულო შტოს ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა წარმომადგენელმა პაპუნა გოსტაშაბის ძე გოსტაშაბიშვილმა გიორგი XI-ის მეფობის (1675- 1688; 1702-1709 წწ.) პირველ პერიოდში 1684 წელს ააგო კარის ეკლესია. დიდი ხნის მანძილზე ძეგლი დარღვეული იყო, ხოლო ჩვენ, ძეგლი უკვე რესტავრირებული დაგვიხვდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძალისხმევით და მისი სრული სახით აღქმის შესაძლებლობა გვქონდა. ეკლესიაში მდებარე საფლავის ქვებიც სწორედ გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოვლინდა, რომელთა გამოკვლევის შესაძლებლობა ჩვენ მოგვეცა. საფლავის ქვების ეპიტაფიების მიხედვით, ისინი ეკუთვნის პაპუნა გოსტაშაბიშვილსა და მის მეუღლე ხვარამზეს. სწორედ ეპიტაფიის მიხედვით გამოვარკვიეთ ქალბატონ ხვარამზეს სახელი და დავადგინეთ პაპუნასა და მისი მეუღლის გარდაცვალების თარიღები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .