აირუმის ბრძოლა - პოლკოვნიკ ვაჩნაძის რაზმის ტყვედ ჩავარდნის ისტორია (სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომი)

ავტორები

  • დიმიტრი სილაქაძე საქართველოს ეროვნული არქივი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2020.v01i01.012

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, სომხეთ-საქართველოს ომი, სამხედრო ისტორია, კავკასიის ისტორია

ანოტაცია

1918 წლის მიწურულს ორ ახლად ჩამოყალიბებულ პატარა კავკასიურ რესპუბლიკას, საქართველოსა და სომხეთს შორის წამოჭრილი დავა ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრის კუთვნილების გამო ომში გადაიზარდა. დღევანდელ დღეს ისტორიოგრაფიის ინტერესს წარმოადგენს, ამ ომის პოლიტიკური, დიპლომატიური თუ წმინდა სამხედრო ხასიათის ასპექტები. ჩვენი კვლევა კი ეხება, 1918 წლის 15 დეკემბერს აირუმის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ბრძოლას, როდესაც პოლკოვნიკ ვაჩნაძის რაზმი სომხური ჯარის ჩასაფრებაში მოყვა. ინფორმაცია ამ ბრძოლის შესახებ აქამდეც არსებობდა, თუმცა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო პროკურორის კანცელარიის ფონდში ნაპოვნმა საარქივო საქმემ, რომელიც ამ ბრძოლის გამოძიებას ეხება საშუალება მოგვცა დეტალურად აღგვედგინა მომხდარი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-12-21

გამოცემა

სექცია

სტატიები