"სერბთა და ბერძენთა იმპერატორი“ სტეფანე დუშანი და ათონის ივერთა მონასტერი (XIV საუკუნის 30-40-იანი წლები)
DOI:
https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2021.v02i02.004საკვანძო სიტყვები:
სერბეთი, ბიზანტია, სტეფანე დუშანი, ათონის მთა, ივირონიანოტაცია
XIV საუკუნის შუა ხანები უაღრესად საინტერესო ეპოქას წარმოადგენს ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში. პალეოლოგოსების მმართველობის დროს არსებულმა მწვავე შიდა პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და რელიგიურმა კრიზისმა, რომელსაც თან ერთოდა საგარეო საფრთხე, შეუქცევადი გახადა იმპერიის დაკნინებისა და დამცრობის პროცესი. სწორედ აღნიშნულ პერიოდში, ძლიერების ზენიტს აღწევს სერბეთის სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ზრდის ტერიტორიულ საზღვრებს ბალკანეთზე და ბიზანტიის საიმპერატორო ხელისუფლებას აიძულებს, ცნოს სერბების მიერ წარმოებული ომების ყველა შედეგი. 1331 წლიდან სერბეთის ტახტს იკავებს ნემანიჩების საგვარეულოს წარმომადგენელი - სტეფანე IV დუშანი, რომელიც მიზნად ისახავს თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძულის გაერთიანებას და კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორად კურთხევას. სტეფანე დუშანი ეტაპობრივად იკავებს ბიზანტიის იმპერიაში შემა- ვალ მიწებს (მაკედონიას, ეპირს, თესალიას და თრაკიის ნაწილს) და 1346 წელს უსკუბის საკათედრო ტაძარში ეკურთხება „სერბთა და ბერძენთა იმპერატორად და ავტოკრატორად“. ძალაუფლების ლეგიტიმაციისათვის სტეფანე დუშანი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად თვლიდა ბერძენი სამღვდელოების მხარდაჭერას, რისი მიღებაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, მისი ყურადღების ცენტრში ათონის მთა და მისი მონასტრები მოექცა. მოცემულ ნაშრომში განხილული გვაქვს სტეფანე დუშანის საეკლესიო პოლიტიკა ათონის მთისადმი და ივირონის ქართველთა მონასტრის პოზიცია. იმპერატორის მიერ 1346 წელს ქართველი სამღვდელოებისადმი გაცემული „ხრისობულები“ და მონასტრისთვის დამტკიცებული საკუთრება და პრივილეგიები. აგრეთვე, შეფასებული გვაქვს ათონის ივერთა მონასტრის როლი დუშანის იმპერიულ პოლიტიკაში და მოცემული პერიოდის ბიზანტიის ეკლესიის ისტორიაში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .