კვლავ უწესო ჭედვის ქართულიდა კავკასიური მონეტების ღირებულებაზე დარუსუდანის ფულად რეფორმაზე..
DOI:
https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2020.v01i01.002საკვანძო სიტყვები:
უწესო ჭედვის მონეტები, წესიერი ჭედვის მონეტები, რუსუდან მეფე, ჯალალ ად-დინი, ფულადი რეფორმაანოტაცია
ნაშრომის მიზანია, ახალი არგუმენტაციის მოშველიებით ბოლოდროინდელ ლიტერატურაში გამოთქმული იმ ნოვატორული მოსაზრებების რევიზია, რომელიც უწესო ჭედვის ქართული (და რეგიონული) მონეტების ბუნებასა და რუსუდან მეფის ფულად რეფორმას შეეხება. ჩატარებული ანა- ლიზი გვარწმუნებს ევგენი პახომოვის მიერ ჩამოყალიბებული კონცეფციის სისწორეში: უწესო ჭედვის სპილენძის მონეტებით ანგარიშსწორება წარმოებდა წონით. ნაკლებ მოსალოდნელად გვეჩვენება, რომ რუსუდანს სამონეტო რეფორმა (უწესო ჭედვის მონეტების აკრძალვა ექსკლუზიურად წესიერი ჭედვის მონეტებზე გადასვლით) ტახტზე ასვლისთანავე ქონოდა ჩაფიქრებული. ვთვლით, რომ რეფორმის ჩატარება ჯალალ ად-დინის შემოსევამ და მის მიერ უწესო ჭედვის სპილენძის მონეტების ემისიამ განაპირობა. რუსუდანის წესიერი ჭედვის მონეტების მეტროლოგიური „უწესო- ბა“კი, სავარაუდოდ, კავშირშია ქუთაისში მონეტის ერთმომენტიანად და დროის მოკლე შუალედში მასობრივად გამოშვების აუცილებლობასთან.

ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ჟურნალი და ავტორები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .