დიმიტრი უზნაძე ჰანიბალზე
DOI:
https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2021.v02i02.009საკვანძო სიტყვები:
უზნაძე, ჰანიბალი, ისტორიოგრაფიაანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ისტორიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს, გამოარკვიოს, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო დიმიტრიუზნაძის დამოკიდებულება, კართაგენის გამოჩენილი მხედართმთავრის, ჰანიბალისადმი. ეს ამ კუთხით საკითხის გაშუქების პირველი მცდელობაა. დიმიტრი უზნაძე თავის სასკოლო სახელმძღვანელოში “ძველი რომი”, ბუნებრივია, შეეხება მეორე პუნიკურ ომს და ჰანიბალის მოღვაწეობას. აი, ეს არის ის მწირი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთ არის. სხვა უფრო ხელშესახები მასალა არ გაგვაჩნია, ამიტომ იმას უნდა დავჯერდეთ რაც გვაქვს. დიმიტრი უზნაძემ თავისი წვლილი შეიტანა და შეძლებისდაგვარად შეეცადა წინ წაეწია საქართველოში ჰანიბალის ცხოვრების და მოღვაწეობის სწავლება, შესწავლა, პოპულარიზაცია. ჰანიბალისადმი დიმიტრი უზნაძის დამოკიდებულების მთავარ ღირსებად მიგვაჩნია: 1. დიმიტრი უზნაძე ჰანიბალის მოღვაწეობაში საკმაო ჩახედულებას ამჟღავნებს და კარგად ჩანს ინფორმირებული, რაც, პირველ ყოვლისა, ემპირიული, ფაქტობრივი მასალის ცოდნის ლოგიკური შედეგია; 2. დიმიტრი უზნაძის მიერ ჰანიბალის მოღვაწეობის დადებითი შეფასება სავსებით მართლზომიერი უნდა იყოს და მისაღები ჩანს. ეს ისტორიაში პიროვნების როლის გაცნობიერების გამოძახილია. ამ საკითხის პოპულარიზაციის საქმეში მისი მთავარი დამსახურება, ვფიქრობთ, სწორედ ამაში უნდა მდგომარეობდეს. ვფიქრობთ, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ჰანიბალის მოღვაწეობის შესწავლის საკითხში ქართული ისტორიოგრაფია სწორი, მეცნიერული გზით მიდიოდა. სწორ არჩევანს აკეთებდა, სწორ აქცენტებს სვამდა, კარგად აცნობიერებდა ისტორიაში პიროვნების როლს. თუ არა პოლიტიკური კატაკლიზმები, ეს გზა გაგრძელდებოდა, მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჰანიბალის მოღვაწეობის გაშუქებამ სულ სხვა მიმართულება შეიძინა, სულ სხვა ხასიათი მიიღო, რომელიც თავდაპირველი გზის გაგრძელებად, წინგადადგმულ ნაბიჯად ძნელია მივიჩნიოთ. ჰანიბალის როლის დადებითი შეფასება და ისტორიაში პიროვნების როლის გაცნობიერება, სრულიად საპირისპირო პრინციპებმა ჩაანაცვლა. ეს გახლავთ ჰანიბალის მოღვაწეობისადმი თავშეკავებული დამოკიდებულება, პიროვნების როლის შეუფასებლობა, ეს გახლავთ სწორი გზიდან გადახვევა. საქმე გვაქვს საქართველოში მეორე პუნიკური ომის და მისი მთავარი გმირის, ჰანიბალის მოღვაწეობის გაშუქების პირველ მცდელობასთან, რომელიც, როგორც ჩვენ გვგონია, წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ. მას, ჩვენი ღრმა რწმენით, ღირსებები გაცილებით უფრო მეტი გააჩნია, ვი- დრე ნაკლი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .