იერუსალიმის სამწიროს დედათა ქართული მონასტრისათვის შეწირული ოთხთავი (Jer.Geo.153) და ჯვრის მონასტრის მოურავის იოსებ წალკელის მინაწერი საბუთი წიგნის შემომწირველების - პავლეს, ბასილის, მიქაელ ხუცესისა და ოპიზის მონასტრის მოხსენიებით (1140-1180-იანი წწ.)

ავტორები

  • თემო ჯოჯუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2021.v02i02.011

საკვანძო სიტყვები:

ოპიზა, ჯვარი, სამწირო, ოთხთავი, შეწირვა

ანოტაცია

ნაშრომში პირველად არის გამოქვეყნებული და შესწავლილი XI-XII საუკუნეების ოთხთავის (Jer.Geo.153) 101r-ზე შესრულებული მინაწერი საბუთი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოურავის, ყოფილი წალკელი ეპისკოპოსის, იოსების მიერ არის დაწერილი. მინაწერი საბუთი მოგვი თხრობს, რომ თავდაპირველად ოთხთავი პავლესა და ბასილის საკუთრება იყო. მათ ხელნაწერი მიქაელ ხუცესს მიჰყიდეს, ოღონდ ოთხთავის ღირებულების მხოლოდ ნახევარი აიღეს და ნასყიდობის პირობად განსაზღვრეს, რომ მიქაელის გარდაცვალების შემდეგ წიგნი სამივე თანამფლობლის (პავლე, ბასილი, მიქაელი) სახელით ოპიზის მონასტერს უნდა გადასცემოდა. მოგვიანებით, მიქაელი წმიდა მიწაზე გაემგზავრა და პილიგრიმობისას გარდაიცვალა. ჯვრის მონასტრის იმჟამინდელმა მოურავმა, იოსებ წალკელმა, ოპიზის მონასტერში წერილი გაგზავნა და ითხოვა, რომ ოთხთავი იერუსალიმის სამწიროს დედათა ქართული მონასტრისათვის შეეწირათ. ოპიზელმა მოწესეებმა თხოვნა შეიწყნარეს და ხელნაწერი სამწიროს მონასტერს გადასცეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-12-21

გამოცემა

სექცია

სტატიები