ხუაფის ლაპიდარული წარწერა (პალეოგრაფიული ნიშნებისა და წოდებულების დამატებითი ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2021.v02i02.012საკვანძო სიტყვები:
ხუაფის წარწერა, პალეოგრაფია, წოდებულება, გურანდუხტი, გიორგი მეფეანოტაცია
ნაშრომის მიზანია, ხუაფის ლაპიდარული წარწერის დამატებითი ანალიზი, მისი დათარიღებისა და მასში მოხსენიებული პირის (პირთა?) ვინაობის დასადგენად. საქართველოს ზღვისპირა რეგიონში, აფხაზეთში შექმნილი და აღმოჩენილი ხუაფის წარწერა დღესაც ოკუპირებულ ტერი- ტორიაზეა, ამიტომ მოგვიწია, წარწერა ფოტოსურათებით შეგვესწავლა. მოგვყავს ფილაქვისა და მასზე ამოღარული წარწერის აღწერილობა და მისი კვლევის ისტორია. სულ წარწერის სამნაირი ატრიბუცია არსებობს - ლეო შერვაშიძე და ლია ახალაძე თვლიან, რომ წარწერაში მოიხსენიება გიორგი II ლეონიდი და მისი ქალიშვილი გურანდუხტი; ვალერი სილოგავას მიხედვით - გიორგი III ბაგრატიდი; თეიმურაზ ბარნაველის მიხედვით - გიორგი I ბაგრატიდი, ბასილი ბიზანტიის კეისარი და კათალიკოსი მელ- ქიზედეკი. გავაანალიზეთ სამივე მოსაზრება, წარწერის პალეოგრაფიული ნიშნები და წარწერაში მონარქის წოდებულების მითითება-არმითითების, როგორც ქრონოლოგიური მარკერის, სანდოობა. უარვყავით თეიმურაზ ბარნაველის ვერსია (როგორც წარწერის შემონახული ფრაგმენტების შეუსაბამო); ასევე ვალერი სილოგავას ვერსია (პალეოგრაფიული ანალი- ზის საფუძველზე); ამასთანავე, პრაქტიკულად გამოვრიცხავთ წარწერაში გურანდუხტის სახელის წაკითხვას (რაც წარწერას მამამისის, გიორგი II ლეონიდის ზეობით დაათარიღებდა). ეპოქის ეპიგრაფიკული ძეგლების პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე დავასკვნით, რომ წარწერაში მოხსენიებული მონარქი არის ან გიორგი II ლეონიდი, ან გიორგი I ბაგრატიდი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .