რიტორიკის თეორიისა და პრაქტიკის სწავლების ისტორიიდან – „სიტყვიერების თეორიის“ შესახებ
DOI:
https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2022.v03i03.009საკვანძო სიტყვები:
Theory of Verbalityანოტაცია
„სიტყვიერების თეორია“ – ასე ეწოდება სახელმძღვანელო წიგნს, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოში XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში. მოგვეპოვება „სიტყვიერების თეორიის“ არაერთი გამოცემა. წინამდებარე კვლევის საგანია არხიმანდრიტი კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ შედგენილი წიგნი „სიტყვიერების თეორია“. წიგნის მიმართ აქამდე არ ყოფილა მეცნიერული ინტერესი, ამდენად, სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, შეუსწავლელია. კვლევის ძირითადი მიზნები და ამოცანებია, გავაანალიზოთ სახელმძღვანელოს შინაარსი, თუ რა საკითხების სწავლებას მოიცავდა იგი, გამოვარკვიოთ აღნიშნული დასახელების საგნის ადგილი სხვა სასწავლო საგნებს შორის, გამოვავლინოთ იმდროინდელ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში მომხდარი რიგი ცვლილებები და ვაჩვენოთ, როგორ შემოიღეს ახალი საგანი სიტყვიერების თეორიის სახით და რომელი საგნის ამოღება უძღოდა წინ ამ პროცესს, კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებთ რიტორიკაზე, როგორც სიტყვიერების თეორიის წინამორბედ საგანზე.
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2022 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .