სწორფრობის ტრადიციის ასახვა გრიგოლ რობაქიძის „ენგადსა“ და მიხეილ ჯავახიშვილის საყელოში“

ავტორები

  • ნინო ნაზღაიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2022.v03i03.010

საკვანძო სიტყვები:

ტრადიცია, "საყელო", "ენგადი"

ანოტაცია

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის ერთ ნაწილში გავრცელებულმა უცნაურმა ტრადიციამ, რომელიც ფშავში წაწლობის, ხევსურეთში კი სწორფრობის სახელითაა ცნობილი, დიდი ყურადღება გამოიწვია. დაიწერა უამრავი გამოკვლევა. სამწუხაროდ, სამეცნიერო ნაშრომთა უმრავლესობა აღწერით ხასიათს ატარებს და ვერ იძლევა პასუხს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: საიდან იღებს ხსენებული ტრადიცია დასაბამს? რა არის მისი ჭეშმარიტი არსი? რას ემსახურებოდა იგი რეალურად და როგორ მოხდა მისი დაშვება ისეთ მკაცრ გარემოში, როგორიც ფშავი და ხევსურეთია? გვხვდება ისეთი გამოკვლევებიც, რომლებიც პასუხს ეძებს, მაგრამ ძალზე ზერელე დასკვნებს იძლევა. როგორც ზ. კიკნაძე აღნიშნავს, ამ ნაშრომების უმრავლესობის ძირითადი პრობლემა ის გახლავთ, რომ მათი ავტორები გარედან უყურებენ საკითხს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არიან ამ კუთხეთა მკვიდრნი. მკვლევართა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო ტრადიციის არსის წვდომა და მისი სწორად მიწოდება მკითხველისათვის. თემამ მხატვრულ ლიტერატურაშიც შეაღწია და აქედან უფრო ფართო მასებისთვის შეიქმნა ცნობილი (რამდენად სწორი ინტერპრეტაციით, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ). მხედველობაში გვაქვს მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „თეთრი საყელო“ და გრიგოლ რობაქიძის ნოველა „ენგადი“. ორივე ნაწარმოებში ხსენებული ტრადიცია ცენტრალურ ადგილს იკავებს და მისი არსის ძიება მწერლების ფიქრის მთავარ საგანს წარმოადგენს. თუმცა ისინი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. თუ ერთისთვის სწორფრობა ჩამორჩენილობის ნიშანია, მეორე მასში სიყვარულს ჭვრეტს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-10

გამოცემა

სექცია

სტატიები