დიმიტრი უზნაძე ცეზარზე
DOI:
https://doi.org/10.51364/საკვანძო სიტყვები:
დიმიტრი უზნაძე, ცეზარიანოტაცია
ისტორიულ მეცნიერებაში დიმიტრი უზნაძის მიერ შეტანილ
წვლილს, რომელიც უპირატესად, ტოტალიტარულ-ბოლშევიკური
რეჟიმის ძალისხმევით, დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში რჩე-
ბოდა და ქართული საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად იყო
ცნობილი. საბჭოთა წლებში ტაბუდადებული თემა იყო, რომელ-
საც დუმილით უვლიდნენ გვერდს და მასზე კრინტს ვერავინ ძრა-
ვდა. ამის გაკეთება პოლიტიკური სიბეცის ტოლფასი იქნებოდა.
ამგვარი ინდიფერენტული დამოკიდებულება, ცხადია, შემთხვე-
ვითი არ იყო. აშკარად ცილდება წმინდა აკადემიურ ჩარჩოებს და
მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკური სარჩული გააჩნია. მასში,
პირველ ყოვლისა, საბჭოთა პერიოდში 1918-1921 წლებში საქართვე-
ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებებისადმი ნეგატიური
დამოკიდებულების გამოძახილი უნდა დავინახოთ. ასეთი იყო პო-
ლიტიკური ნება. ამგვარი მიდგომა ძალზე პოლიტიზირებული და
იდეოლოგიზირებული იყო. ჩვენ ვცადეთ გაგვესწორებინა ეს შეუ-
საბამობა და ამ თემის განხილვა პოლიტიკური განსჯის სფეროდან,
აკადემიური მსჯელობის საგანი გაგვეხადა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .