ფოტო-მიკროფირების ელექტრონული დოკუმენტირების მნიშვნელობა (ხელნაწერთაეროვნულ ცენტრში დაცული მიკროფირების საცავის მაგალითზე)
DOI:
https://doi.org/10.51364/საკვანძო სიტყვები:
დიგიტალიზაცია, ფოტო, მიკროფირი, კონსერვაციაანოტაცია
დიგიტალური ჰუმანიტარია კვლევის ინტერდისციპლინური მეთოდია, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, ციფრულ შესაძლებლობებსა და ჰუმანიტარული კვლევების ფუნდამენტურ მეთოდებს. კვლევის ამ შესაძლებლობების სინთეზი ქმნის ერთიან ბაზას, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის მეთოდებს, ანალიტიკურ დასკვნებს, ტექსტოლოგიურ-ვიზუალურ ბაზას, გამარტივებულ საძიებო სისტემებს, რაც ამარტივებს სამეცნიერო კვლევებს და წვდომას სხვადასხვა ინფორმაციასთან სამყაროს ნებისმიერ არეალში.
დიგიტალური ქართველოლოგია ამ ერთიანი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. საქართველო როგორც მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ არეალში მდებარე ადრექრისტიანული ქვეყანა, შეიცავს საინტერესო ისტორიულ ინფორმაციას არა მხოლოდ საქართველოს წარსულზე, არამედ ამ ისტორიული რეალობის გადამკვეთ კულტურებსა და სახელმწიფოებზე. ამიტომ საერთო ისტორიული ბანკის შექმნა ხელს შეუწყობს წვდომას უმნიშვნელოვანეს წყაროებსა და მასთან დაკავშირებულ სამეცნიერო პუბლიკაციებზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .