ნებაყოფლობითი მსხვერპლის კონცეპტის ეთიკური გაგება ძველ საქართველოში

ავტორები

  • ლაშა დოხნაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/

საკვანძო სიტყვები:

მსხვერპლშეწირვა, ნებაყოფლობითი მსხვერპლი, რიტუალი, ჩამნაცვლებელი მსხვერპლი, სტრაბონი

ანოტაცია

ნებაყოფლობით მსხვერპლს "განტევების ვაცის" მექანიზმთან ერთად ერთ-ერთი განმსაზღვრელი ადგილი ეკავა ძველ ქართულ მსხვერპლშეწირვით სისტემაში. თავად ამ კონცეპტის გაჩენა უკვე ღრმა სამსხვერპლო კრიზისზე მიანიშნებს ეთიკური დილემის სახით. ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიებამ სიმძიმის ცენტრის ჯერ ე. წ. ენთუზიასტ მსხვერპლებზე, ხოლო პარალელურად, ან მოგვიანებით, ცხოველებზე გადაიტანა, თუმცა არა ყველა სახეობის, არამედ იმ კატეგორიის ცხოველებზე, რომელთა ქცევებშიც თითქოსდა „თავისუფალი ნების“ გამოხატულების დანახვა შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა მთელი რიგი პრაქტიკები და მექანიზმები, რომელთა მეშვეობით ხდებოდა ცხოველის "მადლიანად შეწირვა", "ნებით დაწვა" და ა. შ. მოგვიანო პერიოდის სამსხვერპლო პრაქტიკებში ვხედავთ, სხვა ტიპის აშკარა სამსხვერპლო კრიზისს, რაც განპირობებულია რაციონალურ-პრაგმატისტული აზროვნების განვითარების კვალდაკვალ საზოგადოებაში მიმდინარე დესაკრალიზაცია-პროფანაციის პროცესით. აქ უკვე პრაგმატული საჭიროება წინ დგას, ვიდრე საკრალურის განცდა, ხოლო ყოფითი მოთხოვნები აღემატება რიტუალურ-საკრალურს. ეს პროცესი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც არქაული აზროვნებიდან მოდერნულზე გადასვლის ერთგვარი გამოვლინება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

სტატიები