სამოქალაქო საზოგადოების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დააღდგენის საკითხში
DOI:
https://doi.org/10.51364/საკვანძო სიტყვები:
კულტურული მემკვიდრეობა, დაცვა, შენახვა, რესტავრაცია, კონსერვაცია, პრევენციაანოტაცია
თემაში ვისაუბრებთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული ამბავია ერისა და ეთნოსის იდენტობისა და თვითგამორკვევის საკითხში. ეს არის ცოცხალი ფაქტი, რომელიც გვიყვება იმ ისტორიის, დროისა და პერიოდის შესახებ, რომელიც გამოიარა თუნდაც ერთმა არტეფაქტმა ჩვენამდე მოსასვლელად. თითოეული ნიმუში და მისი დეტალი აჩვენებს ქვეყნის, ერისა და ხალხების განვითარების ყველა საფეხურს, ისტორიას და კულტურას. ვინ და როგორ უნდა იცავდეს მას? როგორ აღიქვამს თითოეული ადამიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას, სად და როგორ ხედავს თავის როლს მისი დაცვისა და გადარჩენის საკითხში და რა ფუნქციას ასრულებს ამ დროს სახელმწიფო?
კულტურული მემკვიდრეობა მრავალფეროვანი ცნებაა. ავთენტურობა და მთლიანობა არის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კულტურული მემკვიდრეობის მოვლასა და მის გამოყენებას თანამედროვე სამყაროში. იგი არის თვალსაჩინო მაგალითი და საზომი, რამდენად სწორად, დროულად და წარმატებით გადაეცემა მომავალ თაობას არსებული კულტურული მემკვიდრეობა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .