თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენება წიგნის კონსერვაცია რესტავრაციაში (XIV საუკუნის ხელნაწერის [Q-1263] ეტრატის რენტგენოფლუორესცენციული ანალიზატორით (XRF EDX 3600B)კვლევა და მისი შედეგები)

ავტორები

  • ასმათ გვაზავა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Author
  • რევაზ კლდიაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/

საკვანძო სიტყვები:

რესტავრაცია, კონსერვაცია, ეტრატი

ანოტაცია

ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული ტექნიკის ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის მატერიალურად შენარჩუნების საკითხები, რაც მხოლოდ მასალის სიღრმისეულად შესწავლასა და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი. წინამდებარე ნაშრომი ეხება XIV საუკუნის ხელნაწერის [Q-1263]  ეტრატის რენტგენოფლუორესცენციული ანალიზატორით (XRF EDX 3600B) კვლევასა და მის შედეგებს, რომელიც  მიზნად ისახავდა პერგამენტის ბოჭკოს დახასიათებას, მისი შექმნის დროს გამოყენებული მასალისა და ტექნიკის იდენტიფიკაციას. ჩატარებული კვლევით შევისწავლეთ ეტრატის დაზიანების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი, დავადგინეთ გარემო-პირობების გავლენა და ეტრატის დამზადების დროს გამოყენებული რეცეპტურა. ყოველივე ამან საშუალება მოგვცა შეგვედარებინა საქართველოში ეტრატის დამუშავების წესი სხვა კულტურებისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიისთვის, რის საფუძველზეც არაერთი საინტერესო დასკვნის გამოტანა შევძელით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

სტატიები