არსებითი სახელის მთავარი თავისებურებები ტაოურში
DOI:
https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2020.v01i01.006საკვანძო სიტყვები:
ტაოური კილო, ფორმაწარმოება, არსებითი სახელი, წრფელობითი ბრუნვა, ფუძე, კუმშვა, კვეცა, მრავლობითი რიცხვიანოტაცია
სტატიაში განხილულია არსებითი სახელის ძირითადი თავისებურებები ქართული ენის ტაოურ დიალექტში. კერძოდ:
ა. სახელობითის ნაცვლად იხმარება წრფელობითის ფორმები: ელიასხევ არი...
ბ. ხმოვანფუძიან სახელებში სახელობითის სუფიქსია ი>ჲ: დედეჲ, თამარაჲ...
გ. ხმოვანფუძიანებს მოთხრობითში დაერთვის -მა სუფიქსი: წუმამა...; იშვიათად – -მან: ნენემან...
დ. მრავლობითს აწარმოებს -ებ, -ნ, -თ და -ნარ სუფიქსები: გურჯები, მოხუცნი, თევნარი, ხევნარი... დასტურდება ორმაგი მრავლობითის შემთხვევებიც: კაცებთ, ქალებთ...
ე. მონაცვლეობს ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი ფორმები: მელ-ი//მელა, ძეწკნ-ი/ძეწკნა, პეპელ-ი//პეპელა...
ვ. სალიტერატურო ქართულის კუმშვადი სახელები ტაოურში უკუმშველია: წყალები... ზოგჯერ უკუმშველი ფუძეები შეკუმშულია: ბებრი (შდრ. ბებერი) ყოფილა.
ზ. უკვეცელია სალიტერატურო ქართულის კვეცადი სახელები: მამაჲს,
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 ჟურნალი და ავტორები
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .