ᲑᲔᲠ- ᲫᲘᲠᲘᲐᲜᲘ ᲚᲔᲥᲡᲘᲙᲘᲡ ᲛᲝᲓᲔᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲨᲘ

ავტორები

  • მარიამ კობერიძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/

ანოტაცია

წინამდებარე სამეცნიერო სტატიაში წარმოდგენილია ბერ -
ძირიანი ლექსიკა. ძველი და თანამედროვე ქართული ენის ტექსტებზე,
ლექსიკონებზე, ეთნოგრაფიულსა და დიალექტურ მონაცემებზე
დაკვირვება გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ძველი ქართული
ენის ლექსიკური ერთეული ,,ბერი“ და მისგან ნაწარმოები ლექსიკის
სტრუქტურა, გამოყენების სიხშირე, გავრცელების არეალი და სემანტიკური
კავშირები.
,,ბერ“ - ელემენტის პროდუქტიულობასა და გამოყენების
სიხშირეზე მიუთითებს წარმოების საშუალებებითა და კომპოზიტური
სიტყვათშეერთებით მიღებული მრავალრიცხოვანი საზოგადო და
საკუთარი სახელები. ყურადღებას იქცევს, ბერ-ძირის სემანტიკური
მრავალფეროვნება და ადგილის, ც იხის, პირსახელებისა და
გვარსახელების წარმოების მოდელი.
საგულისხმოა კონვერსიის შედეგად ,,ბერი“ საზოგადო სახელის
ლექსიკურ-სემანტიკური და ფუნქციური ჯგუფიდან აფიქსების საშუალებით
საკუთარ სახელში გადანაცვლებით ტოპონიმთა და ანთროპონიმთა
წარმოება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-04

გამოცემა

სექცია

სტატიები