მთის წმ. გიორგის მონასტრის კიდევ ერთი დაკარგული სიძველე — ქუცნა მხეიძის ქტიტორობით მოჭედილი წმ. გიორგის ხატი

ავტორები

  • ნიკოლოზ ჟღენტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2020.v01i01.007

საკვანძო სიტყვები:

ქუცნა, ფირანი, ელენე, მხეიძე, ხატი

ანოტაცია

წინამდებარე კვლევა ეძღვნება მთის წმ. გიორგის მონასტრის კუთვნილ ერთ დაკარგულ სიძველეს — გ. ბოჭორიძის მიერ 1925/6 წწ-ში სოფ. წყნორში ნანახ და აღწერილ წმ. გიორგის ხატს, რომლის საქტიტორო წარ- წერა იხსენიებდა ვინმე ქუცნა მხეიძეს. წარწერას არ გააჩნდა თარიღი, ხოლო მისი ქტიტორი აქამდე იდენტიფიცირებული არ ყოფილა. მხეიძეთა ქტიტორობით XVI ს-ის I ნახევარში შემქნილი სხვა ხატების — გელათის სოხასტრის ღვთისმშობლისა და სოფ. გურნის წმ. გიორგის ხატების საქტიტორო წარწერებთან შედარების შედეგად, დადგინდა, რომ ქუცნა იყო ზემო იმერელი ფეოდალების — ფირან მხეიძისა და ელენე აბაშიძის პირმშო. XVI ს-ის შუა წლებში, ან მეორე ნახევარში, ქუცნა მხეიძემ სპეციალურად მთის წმ. გიორგის მონასტრისათვის ახალი ხატი მოაჭე- დინა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-12-21

გამოცემა

სექცია

სტატიები