ჩითახევის ეკლესიის („მწვანე მონასტერი“) უცნობი ხატის 1684 წლის ასომთავრული წარწერა ლევან ბატონიშვილისა და მისი მეუღლის, თინათინის მოხსენიებით

ავტორები

  • თამაზ გოგოლაძ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/26679604.jcpr.2020.v01i01.009

საკვანძო სიტყვები:

ჩითახევი, მწვანე მონასტერი, ეპიგრაფიკა

ანოტაცია

წინამდებარე მოხსენება შეეხება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დავანებულ ხატს, რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბრეთის მაცხოვრის ხატის სახელით არის ცნობილი. ხატს ახლავს 1684 წლის ასომთავრული წარწერა ლევან ბატონიშვილისა და მისი მეუღლის, თინათინის მოხსენიებით, რომლის ტექსტი არაერთხელ გამოიცა (მარი ბროსე, თედო ჟორდანია). ჩვენამდე წინამდებარე ხატი ბრეთის მაცხოვრის ხატის სახელით იყო ცნობილი ქართული სამეცნიერო ლიტერატურაში. როგორც ცნობილია, XVI საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობის ფეოდა- ლები ავალიშვილები ოსმალთა მოძალებისა და შემოსევების გამო ტოვე- ბენ თავიანთ სამფლობელოს და მეზობელ რეგიონში — შიდა ქართლში, კერძოდ, კი ბრეთსა და საღოლაშენის მიდამოებში მკვიდრდებიან. გარდა ამისა, ქართველი მემატიანეები ქართლში ე. წ. ორიანობის დროს ანუ გიორგი XI-სა და ერეკლე I ნაზარალიხანის დაპირისპირების დროს ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ლევან ბატონიშვილის ოჯახი - თინათინ ავალიშვილი და მათი შვილები ბორჯომის ხეობაში, კერძოდ, სადგერში აფარებდნენ თავს. სავსებით ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ მხარის ფეოდალები საკუთარი ფეოდალური სენიორიის დატოვებასთან ერთად იმ ძველ სიწმინდეებსაც თან წაიღებდნენ და სწორედ ამის გამო მოხვდა შიდა ქართლში ბორჯომის ხეობის სიძველეები, ხოლო ბრეთიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში და სწორედ ამის გამო წინამდებარე ხატი ბრეთის ხატად არის მიჩნეული. აღნიშნულ ხატზე ჩატარებულმა წინასწარ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხატი თავის დროზე გახლდათ ჩითახევის წმიდა გიორგის ეკლესიის საკუთრება. ეს გახლავთ უძვირფასესი ცნობა ჩითახევის ეკლესიის ისტორიისათვის, რადგან ჩვენ დღემდე პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ გაგავჩნდა აღნიშნული მონასტრის შესახებ თუ არ ჩავთვლით ზეპირ გადმოცემებს. გარდა ამისა, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ქართული ისტორიული საბუთების ცნობების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დავადგინეთ ლევან ბატონიშვილის სამეფო სახლის დღემდე უცნობი დეტალები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-12-21

გამოცემა

სექცია

სტატიები