შაქის ხან ჰუსეინის მიერ ავარიელთა ჯარის დაქირავება 1771 წელს და ერეკლე II

ავტორები

  • დავით მერკვილაძე დამოუკიდებელი მკვლევარი Author

DOI:

https://doi.org/10.51364/

საკვანძო სიტყვები:

ჯარის დაქირავება, შაქის ხან ჰუსეინი

ანოტაცია

ჰუსეინ ხანის მიერ ავარიელთა ჯარის მიწვევა ერთობლივი ლაშქრობისათვის ქართლ-კახეთის წინააღმდეგ, მით უფრო, როცა ერეკლე ამ დროს თავისი ჯარითურთ ახალციხეში იმყოფებოდა სალაშქროდ, სულაც არ იყო გამორიცხული. თუმცა, როგორც ვიხილეთ, ჰაზბულატ შამურზინის ცნობები არ გამართლდა. ძნელი წარმოსადგენია, ხუნძახში საგანგებო მისიით მივლენილ როტმისტრს ადგილზე მოპოვებული სადაზვერვო ცნობები ერთმანეთში ესოდენ არეოდა. სავსებით შესაძლებელია, იქ მას განგებ მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია ლაშქრობის დროისა და მიმართულების შესახებ. მართალია, ამან ერეკლე II-ის აფორიაქება გამოიწვია და ოსმალთა წინააღმდეგ ახალციხის მხარეში სალაშქროდ მყოფი მეფე აიძულა, სასწრაფოდ თავის სამეფოში დაბრუნებულიყო მისი აღმოსავლეთი საზღვრების გასამაგრებლად, მოსალოდნელ საფრთხეს მზად რომ დახვედროდა.  სამაგიეროდ, შაქელ-ავარიელთა შემახისაკენ ლაშქრობა ფათალი ხანისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად პირველ ეტაპზე მოპოვებული წარმატებისა, აღნიშნული ლაშქრობა, რომელსაც ავარიელთა მხრიდან ნურსალ-ბეგის ძმა და ძე (ბულაჩ მირზა და მუჰამედ მირზა) სარდლობდნენ, საბოლოოდ მაინც მძიმე მარცხით დასრულდა, ორივე ავარიელი მეთაური კი ბრძოლის ველზე დაეცა. ამ ლაშქრობისა და მისი შედეგების შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. (მერკვილაძე 2022: 184-184).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-10

გამოცემა

სექცია

სტატიები